„იმ სამწუხარო რეალობის ფონზე, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა მოაქცია, თუ რაიმე არის იმედის მომცემი და სასიხარულო არის ის, რომ საქართველოს მეგობრები ურყევად დგანან ქართველი ხალხის გვერდით და სენატის მოსმენა ამის მკაფიო დასტურიამ“, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა სენატში „მეგობარი აქტის“ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.
„იმ სამწუხარო რეალობის ფონზე, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა მოაქცია, თუ რაიმე არის იმედის მომცემი და სასიხარულო არის ის, რომ საქართველოს მეგობრები ურყევად დგანან ქართველი ხალხის გვერდით და სენატის მოსმენა ამის მკაფიო დასტურია. ისინი მკაფიო არჩევანს გვთავაზობენ ქართველ ხალხს. ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, ქვეყნის იზოლაცია, სიღატაკე, ეკონომიკური კოლაფსი, რასაც საფინანსო სანქციების კიდევ უფრო გაღრმავება გამოიწვევს თუ ივანიშვილი მიიტაცებს ამ არჩევნებს და მეორე მხარეს არის უზარმაზარი სარგებელი, რაც წამოვა ევროპიდან და ამერიკიდან ქართველი ხალხისთვის და თითოეული ოჯახისთვის, იგულისხმება ფინანსურიც, ეკონომიკური, პოლიტიკური მხარდაჭერა, ამიტომ სენატის მოსმენა ამ მკაფიო არჩევანის ნაწილია და სასიხარულოა, რომ ჩვენი ამერიკელი დგანან ქართველი ხალხის გვერდით.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.