მთავრობის კომპლექტაცია მოხდება პრეზიდენტთან მჭიდრო კონსულტაციით, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ქვეყანაში პროფესიონალების ნაკლებობაა "ქართული ოცნება" გამოუცდელი კადრებით არის დაკომპლექტებული.
„მთავრი ქარტიაში არის, რომ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ჩვენს ამომრჩეველთან ერთად უნდა მოახდინოს, რუსული ოცნების გასტუმრება ხელისუფლებიდან. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა, ყველა იმ კანონის, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინსპირაციას, მისი სასწრაფოდ გამოწვევა პარლამენტიდან. კიდევ ვიმეორებ, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა, არჩევნების მოგება და ყველა რუსული კანონის გაუქმება.
რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, მინდა გითხრათ, რომ ამ ქვეყანას რაც აკლია, ეს არის პროფესიონალები. სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომელთაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ, მართონ, არათუ სფერო, რომ გადაავლო "ოცნების" მინისტრებს თვალი, მიხვდებით, რომ სრული ქაოსია, არანაირი ელემენტალური განათლება არ აქვთ, მაგალითად, როგორ უნდა მართონ მათ ჯანდაცვის სფერო, ან თუნდაც ექკონომიკა, ან სოფლის მეურნეობა, იმიტომაც ვართ ასეთ დღეში. მთავრობის კომპლექტაცია მოხდება პრეზიდენტთან მჭიდრო კონსულტაციით", - ამბობს ხაზარაძე.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ხელისუფლების დაკომპლექტების შესაძლო ვარიანტები განიხილა.
პრეზიდენტმა საუკეთესო ალტერნატივად პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული ტექნიკური მთავრობა დააასახელა.
მისივე განცხადებით, მთავრობის დაკომლექტება მხარეებს შორის მძლავრი კონსულტაციებით უნდა განხორციელდეს და არა პოლიტიკური აქტორების მიერ დანიშნული პოლიტიკოსებით.