ახლა უნდა ვფიქრობდეთ მხოლოდ ერთ რამეზე, რომ არ დავუშვათ „ოცნების“ გამარჯვება, არ გავაყალბებინოთ არჩევნები. ამაში უნდა გავაერთიანოთ ძალები, ამაში სჭირდება ოპოზიციას ერთიანი ფრონტი, კოორდინირებული მუშაობა, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდანაც დახმარება, ხოლო როდესაც გავიმარჯვებთ, მთავრობის საკადრო საკითხებზე საუბარი გაცილებით მარტივი იქნება, - პეტრე ცისკარიშვილი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გზავნილებთნ დაკავშირებით
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით - „მთავრობა აუცილებლად პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანებით უნდა იყოს დაკომპლექტებული, მაგრამ სანამ ამ მთავრობის დაკომპლექტებამდე მივალთ, მანამდე აუცილებელია, რომ ოპოზიციამ საერთო ჯამში გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებზე და შეთანხმდეს კოალიციის ფორმირებაზე. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა და მე ვიტყოდი, რომ ჯერ გადავხტეთ და ჰოპ - მერე დავიძახოთ. საკადრო საკითხების განხილვის დრო არ არის, ტექნიკური მთავრობა იქნება ეს თუ პროფესიონალური თუ ნაწილობრივ პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული, რადგან ახლა უნდა ვფიქრობდეთ მხოლოდ ერთ რამეზე, რომ არ დავუშვათ „ოცნების“ გამარჯვება, არ გავაყალბებინოთ არჩევნები, რადგან მოწინააღმდეგე არის ძალიან ვერაგი, კარგად ორგანიზებული, ძალიან მდიდარი. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ძალაუფლება არ დათმოს და ჩვენ ახლა უნდა ვფოკუსირდეთ მხოლოდ იმაზე, რომ ვერ შეძლოს მან ხმების გაყალბება, მანიპულაცია, ხალხის დაშინება, მოსყიდვა. ამაში უნდა გავაერთიანოთ ძალები, ერთი თვეა ზუსტად დარჩენილი, ამაში სჭირდება ოპოზიციას ერთიანი ფრონტი, კოორდინირებული მუშაობა, ამაში სჭირდება ოპოზიციას მათ შორის პრეზიდენტის მხრიდანაც დახმარება, ხოლო როდესაც გავიმარჯვებთ, მთავრობის საკადრო საკითხებზე საუბარი გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე დღეს არის.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ხელისუფლების დაკომპლექტების შესაძლო ვარიანტები განიხილა.
პრეზიდენტმა საუკეთესო ალტერნატივად პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული ტექნიკური მთავრობა დააასახელა.
მისივე განცხადებით, მთავრობის დაკომლექტება მხარეებს შორის მძლავრი კონსულტაციებით უნდა განხორციელდეს და არა პოლიტიკური აქტორების მიერ დანიშნული პოლიტიკოსებით.