ლაგაზიძე და გიგაური წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ და ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ლაგაზიძე, გიგაური პირდაპირ იბრძოდნენ გამჭვირვალობის წინააღმდეგ. ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოეტანათ და გამჭვირვალობის წინააღმდეგ გაელაშქრათ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს იზამენ, როგორმე გამჭვირვალობას გაექცნენ და ანგარიში არ წარადგინონ. ეს ადამიანები წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ და ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ. კანონის მოთხოვნები უნდა შესრულდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, “აირჩიე ევროპა” და მათი ხელძღვანელები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო. მათზე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.