“წამლები არის ძალიან ძვირი და პენსიები საქართველოში არ არის იმგვარი, რაც არის ევროპულ ქვეყნებში, ხოლო ფასები გაცილებით უსწრებს ევროპულ და თურქულ მედიკამენტებს.” - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, პენსიონერებისთვის უფასო წამლები, 1000 ლარიანი პენსია და საპენსიო ვალების განულება, მათ ცხოვრებას გააუმჯობესებს:
“დღესდღეობით მედიკამენტები ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი პენსიონერებისთვის ყველაზე დიდი ტვირთია, მათ ყველაზე ხშირად სჭირდებათ წამლები და მათ დანახარჯებში ეს ძალიან დიდი წილია, უხდებათ არჩევანის გაკეთება წამალსა და სხვა რაღაცას შორის.
ამიტომ ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს სწორედ პენსიონერების წამლებით უზრუნველყოფას, მათთვის ექიმის მიერ გამოწერილი წამლები უნდა იყოს უფასო და რაც მთავარია, 1000 ლარიანი პენსია და საპენსიო ვალების ჩამოწერა, რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთეს ვითარებაში ჩააყენებს.
წამლები არის ძალიან ძვირი და პენსიები საქართველოში არ არის იმგვარი, რაც არის ევროპულ ქვეყნებში, ხოლო ფასები გაცილებით უსწრებს ევროპულ და თურქულ მედიკამენტებს, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ვფიქრობ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს პროგრამა პირველ რიგში უნდა შესრულდეს.” - განაცხადა წერეთელმა.