ამ ქვეყანაში მე და ჩემი ნაბადის პოლიტიკა დამთავრდა და დამთავრდა ბიძინასთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის განაცხადებით დღითიდღე უფრო ცხადი ხდება, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკა საქართველოში რუსულია.
„ამ ქვეყანაში მე და ჩემი ნაბადის პოლიტიკა დამთავრდა და დამთავრდა ბიძინასთან ერთად. ახლა გადავდივართ ახალ ეტაპზე, რომელიც არის დიდი გამოწვევა ყველასთვის. როგორც ვნახეთ ამ მოლაპარალების პროცესში. არ არის ბევრი რამის დათმობა ადვილი და რაც არ უნდა იყოს შეთანხმებული, იმ მთავარ მიზანზე გესმოდეს, რომ ჩვენ ვართ გამომწვევ მომენტში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ ვართ გარდამტეხ მომენტში და ასეც უნდა დავინახოთ არა შიგადაშიგ, არამედ ყოველდღიურად. ამაში ძალიან გვეხმარება "ოცნების" პოლიტიკა. ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს პრო აღარ არის, ეს არის რუსულობა", - განაცხადა პრეზიდენტმა.