"ოცნებისა" და ივანიშვილის პოლიტიკა დღითიდღე ცხადი ხდება პრორუსული... პრო აღარ არის, ეს უკვე რუსულობაა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ვართ მართლა გარდამტეხ მომენტში. ესეც უნდა დავინახოთ. ამაში ძალიან გვეხმარება, სიმართლე რომ ვთქვა, თვითონ ოცნების და ივანიშვილის პოლიტიკა. დღითიდღე პრაქტიკულად, უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა, უკვე ეს პრო აღარ არის, ეს არის რუსულობა, დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მნიშვნელოვანი არის ამ ქვეყანაში.
მათი კამპანია არ არსებობს, შეიძლება ითქვას, რომ წლის დასაწყისიდან არაფერი არ გაკეთებულა, იქ, აქ ფულის დარიგების გარდა, ხმების მოსაპოვებლად. რასაც ჰქვია წინასაარჩევნო კამპანია, რომ ვიღაცას მოეწონო, ვინმე მოხიბლო. კამპანია არის მხოლოდ ერთი - შიში, მუქარა, რევანშის დაპირება, დაჭერები.
როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხმებით ვეღარ იგებს და უნდა, რომ კონფრონტაციამდე, ჯახამდე მიიყვანოს ქვეყანა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.