მცდელობა იყო, რისკი ავიღე და არ გამოვიდა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებთან დაკავსირებით განაცხადა.
„მცდელობა იყო და იყო მე მგონი დროულიც იყო და აუცილებელიც. ის გამოცდილება რაც მივიღეთ დაახლოებით 30 2ლის მანძილწე დიპლომატიის და რაც მთავარია, მოლაპარაკებების, მეუბნებოდა, რომ არსებობდა დაკვეთა საზოგადოებისგან, რომ "რაღაცა ქენით ყველამ ერთად, მოახერხეთ კონსოლიდაცია" და არსებობდა შანსი და ეს შანსი ძლიერდება საერთოდ, ეს წესია მოლაპარაკებებში, ძლიერდება ბოლოსკენ, როცა უკვე მეტი გასაქანი აღარ გაქვს, ამიტომ ეს მცდელობა იყო საჭირო, მცდელობა ნიშნავს, რომ გარანტირებული არასოდეს არ არის, უნდა რაღაც რისკი აიღო, რისკი ავიღე, არ გამოვიდა...
აქ არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ ვისი ბრალი იყო ჩაშლა- ალბათ, ყველასი და არავისი, ამავე დროს. უფრო იყო ბრალი მოცემულობის, იმ წარსულის, რომელიც მძიმედ აწვება ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს და მომავალიც, რადგან ყოველთვის არის შიში, რომ "აი, მე როგორ დავიცვა ჩემი იდენტობა, ჩემი მომავალი". ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ხელშემშლელი არის და იქნება ალბათ, იმიტომ, რომ არ გამოსულვართ ამ მოცემულობიდან.
მაგრამ ორი მთავარი დამნაშავეა ერთის მხრივ, პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, კომპრომისების ძებნის კულტურა, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არის მიჩნეული სისუსტედ. [თითქოს] თუ დათმობ და რამდენსაც დათმობ და ვინც უფრო დათმობ, ის უფრო სუსტია. ნათელია, რომ წინასაარჩევნი პერიოდში ეს მძიმე დასაძლევია.
მეორე დამნაშავეა ის, რაც ჩვენ გვჭამს ყველას - უნდობლობა და ეჭვი, რომელიც გამძაფრებულია ყველანაირი კონსპირაციული თეორიებით. ეს ყველას ეხება, მეც მეხება, ყველაზე მოქმედებს, ამდენად ძალიან ძნელია გათავისუფლდე ამ ყველაფრისგან და ეს გარემო ძალიან აფერხებს ყველანაირ ძებნას იმ აუცილებელი შეთანხმების, იმ აუცილებელი დათმობების, რომელიც ქმნის საბოლოოდ მოლაპარაკებაზე შედეგს.
არ შედგა და ჩვენ ვართ მომენტში და დავინახოღთ, რომ რაც არ შედგა, ეს ფაქტია და მოიტანა პროცესმა თავისი შედეგი, თავისი პოზიტივი, ერთი ის, რომ განწყობები შეიცვალა ამ პარტიებს შორის... ამ დილით ხელმოწერილი იქნა მეოთხე პარტიისგან ის არის ის, რაც ყველაზე უფრო აერთიანებს ამ ოთხივე პარტიას. ეს არის ცემენტი და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ის შეგნება, ძლიერდება და ძლიერდება გარედანაც. ძალიან დასაფასებელია, რომ ის პარტიები, რომლებიც არსებობენ და არიან ნაკლები წონის, იმათ გამოიჩინონ ძალიან დიდი პადუცისმგებლობა, იმით, რომ მოვიდნენ, ქარტიაზე ხელი მოაწერეს, მაგრამ არ მონაწილეობენ არჩევნებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.