“ოცნება ემზადება იმისთვის, რომ რაც შეიძლება თბილი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ პუტინმა თბილი კერა გამოუყოს რასტოვთან ან სოჩასთან სადმე ახლოს”- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ისინი შეასრულებენ ყველა იმ პირობას, რაც ქართველ ხალხს მისცეს:
“არჩევნების შემდეგ, გამარჯვებულ გუნდთან ერთად, შევასრულებთ იმ პირობებს, რომელიც მივეცით ქართველ ხალხს და ეს პირობა არის ყველა პენსიონერისთვის სესხის პროცენტის განულება, 14 მილიარდის საქართველოში შემოტანა, სამუშაო ადგილების შექმნა და ყველა ბავშვისთვის უფასო კვება სკოლებში, ჩვენ ამისთვის ვემზადებით, რომ ველაპარაკოთ უცხოურ კომპანიებს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, ხოლო ოცნება ემზადება იმისთვის, რომ რაც შეიძლება თბილი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ პუტინმა თბილი კერა გამოუყოს რასტოვთან ან სოჩასთან სადმე ახლოს. “ოცნება” წავა ხელისუფლებიდან და “ოცნებისთვისვე” სამწუხაროდ, ივანიშვილის თვითმფრინავში მისი გუნდის წევრების ადგილი არ იქნება, იგი წაიყვანს ზებრას, ჟირაფს, მაგრამ არა ირაკლი კობახიძესა და სხვა თანაგუნდელებს.” - განაცხადა მანჯგალაძემ.