“აშშ-ს, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს და მეგობრებს, სრულად აქვთ ნდობა დაკარგული “ქართული ოცნების” მიმართ” - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ივანიშვილის რუსულ რეჟიმს უარს ეტყვის:
“მაქვს მოლოდინი, რომ კობახიძე აშშ-ში იმყოფება ბოლოჯერ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი და შეუძლია გადაიღოს ბევრი ფოტო სამახსოვროდ, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, აშშ-ში მეორედ ვეღარ ჩავა. აშშ-ს, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს და მეგობრებს, სრულად აქვთ ნდობა დაკარგული “ქართული ოცნების” მიმართ და ამას ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ჩვენი პარტნიორების განცხადებებში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო დავაბრუნოთ ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი უარს ეტყვის “ქართული ოცნების” რეჟიმს, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.” - განაცხადა მანჯგალაძემ.