მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩი გაიმართა, რომლის ძირითადი დროც 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „მილანმა“ 3:1 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების ლეგენდებმა ანგარიში 38-ე წუთზე გახსნეს. ალექსანდრე იაშვილის გადაცემის შემდეგ გოლი ცვლილებაზე შესულმა გიორგი დემეტრაძემ გაიტანა.
ანგარიში 56-ე წუთზე გაათანაბრა, კაფუს ფლანგური გადაცემა შესანიშნავი თავური დარტყმით მარკო ბორიელომ დააგვირგვინა.
67-ე წუთზე საქართველოს ნაკრები წინ კიდევ ერთხელ გავიდა, გოლი ამჯერად დავით სირაძემ გაიტანა, რასაც მალევე „მილანის“ მხრიდან კლარენს ზეედორფის გოლი მოჰყვა, შეხვედრა 75-ე წუთზე დაასრულა, რის შემდეგაც პენალტების სერია დაინიშნა, სადაც უკეთესები „მილანელები“ იყვნენ და 3:1 გაიმარჯვეს.