„ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ევროკავშირთან - უვიზო მიმოსვლა, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ევროკავშირთან - უვიზო მიმოსვლა და თუკი „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ქართველი ხალხი ამას დაკარგავს. არავის არ უნდა ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება, უბრალოდ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ აიძულებს ჩვენს პარტნიორებს ასეთი ნაბიჯების გადადგმას, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, ანტიჰუმანური პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ ჩვენი ერთიანობით და რა თქმა უნდა, უნდა შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლაც და მივიღოთ უფრო მეტი სარგებელი ევროკავშირისგან, მათ შორის ის 14 მილიარდიანი დახმარება, რომელიც წამოვა საქართველოსკენ, რომ აქ საქართველოში იყოს ევროპული ტიპის კეთილდღეობა.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა