უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გუშინ ღამით რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის საცავებზე დარტყმა იყო ძალიან ეფექტური, რომელიც მტერს ასუსტებს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო დღეს ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს, უკრაინულ, შორი მანძილის შესაძლებლობებს.
გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაფიქისრდა და სწორედ ასეთი რამ ასუსტებს მტერს
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო. ასეთი სიზუსტე, რაც შთაგვაგონებს. ჩვენი სპეცსამსახურები: დაცვის სამსახური, დაზვერვის სამმართველო, სპეციალური ოპერაციების ძალები - მადლობა!" - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოლექსანდრ სირსკის ცნობებზე. კერძოდ, კურსკის ოლქში ვითარების ცვლილებაზე და უკრაინის რეაქციაზე.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ გამარჯვების გეგმა სრულად არის მომზადებული.
„ყველა პუნქტი, ყველა მთავარი აქცენტი, ყველაფერი დამუშავებულია. მთავარი ახლა არის გადაწყვეტილება ამ გეგმის განსახორციელებლად“,- განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 18 სექტემბრის ღამეს, რუსეთის ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში დრონით თავდასხმის შედეგად აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. გამოცხადდა მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაცია. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა საბრძოლო მასალის საწყობზე.