“ოცნება” ვერაფერს ვეღარ გადახედავს, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში იქნება ზუსტად 1 თვე, 26 ოქტომბრის შემდეგ ის ხელისუფლებაში არ იქნება.” - ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აშშ-სთან ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით.
როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, სანქცირებული ხელისუფლების პირობებში იზოლაცია, სიღარიბე და გაჭირვება ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება:
“უპირველეს ყოვლისა, “ოცნება” ვერაფერს ვეღარ გადახედავს, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში იქნება ზუსტად 1 თვე, 26 ოქტომბრის შემდეგ ის ხელისუფლებაში არ იქნება, ვერაფერს ვეღარ გადახედავს, საბედნიროდ. მეორე - სანქცირებული ხელისუფლება ნიშნავს მეტ იზოლაციას, მეტ მშიერ ბავშვს, მეტ გაღარიბებულ ოჯახს, მეტ გაქცეულ ქართველს ქვეყნიდან. ეს არის “ოცნების” 12 წლიანი მოღვაწეობის შედეგი და რაც შეეხება შიშს, ოცნებასა და ივანიშვილს ეშინია ქართველი ხალხის იმიტომ, რომ მათი მათი მხარდაჭერა 25-27%-ს არ სცილდება, ამიტომ მთავარი სანქცია “ქართულ ოცნებას” 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის მხრიდან დაედება, ეს არის მთავარი შიში, რაც აქვთ მათ.” - განაცხადა ჩიხლაძემ.