შეერთბული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მისი მკვლელობის სავარაუდო მცდელობის შემდეგ, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი უსაფრთხოება უზრუნველყო.
"რაც მთავარია, მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის საიდუმლო სამსახურს, შერიფ რიკ ბრედშოუს და მის მამაც და თავდადებულ ოფისს და მთელ სამართალდამცავ ორგანოებს იმ წარმოუდგენელი სამუშაოსთვის, რომელიც დღეს Trump International-ში შესრულდა ჩემი, როგორც 45-ე პრეზიდენტის და პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 15 სექტემბერს ფლორიდაში ტრამპის გოლფკლუბის მიმდებარედ ცეცხლსასროლი იარაღის გასროლა მოხდა, რაც FBI-ის აზრით, ტრამპის მკვლელობის კიდევ ერთი მცდელობა იყო.
გავრცელებულ ინფორმაციას სწრაფად გამოეხმაურნენ და დაგმეს პოლიტიკური ძალადობა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა.
ბაიდენის განცხადებით, შვებით ამოისუნთქა, როდესაც შეიტყო, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ იყო. მისი თქმით, მან უბრძანა საიდუმლო სამსახურს, ყველა რესურსი მიმართონ ყოფილი პრეზიდენტისა და საპრეზიდენტო კანდიდატის უსაფრთხოება.
კამალა ჰარისმა თქვა, რომ იგი "ღრმად შეშფოთებულია" ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობით და გმობს პოლიტიკურ ძალადობას.