"ჩემს საყვარელ თბილისელებთან შეხვედრები გრძელდება, შემოვიარეთ პრაქტიკულად, მთელი თბილისი, მივდივართ ყველგან და განწყობა არის ასეთი: 26 ოქტომბერს ჩვენ ვიმარჯვებთ!", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ერთიანობა-ნაციონალური" მოძრაობის ლიდერებთან გია ჯაფარიძესა და ირაკლი ნადირაძესთან ერთად თბილისში, სამგორის რაიონში ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ხალხში გამარჯვების განწყობაა: "ჩემს საყვარელ თბილისელებთან შეხვედრები გრძელდება, შემოვიარეთ, პრაქტიკულად, მთელი თბილისი, მივდივართ ყველგან და განწყობა ყველგან არის ერთი: 26 ოქტომბერს ჩვენ ვიმარჯვებთ, ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, დამატებით, 14 მილიარდიან დახმარებას, რომელიც მოხმარდება თბილისელებს, ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას და აუცილებლად ჩვენ კიდევ ერთხელ ერთიანობით, 26 ოქტომბერს, სამუდამოდ უარს ვეტყვით იზოლაციას, სიღატაკეს, უმუშევრობას, მაღალ ფასებს, დაბალ ხელფასებს და ამ სრულიად უღირს დამოკიდებულებას, რა დამოკიდებულებაც "ქართულ ოცნებას" ქართველი ხალხის მიმართ აქვს", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.