გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „შალკე“ 2:0 ქართველი ფეხბურთელის დუბლით დაამარცხა.
ქართველმა ფორვარდმა ჯერ ტაიმის მიწურულს გახსნა ანგარიში, შემდეგ კი, 73-ე წუთზე მეორედ დალაშქრა "ხუმარების" კარი.
ბუდუს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, პლუს ერთხელ თასზეც გაიტანა და ორი საგოლე პასიც აქვს აქტივში. ამრიგად, ქართველი ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია.
„კარლსრუეს“, ხუთი ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და ცხრილში პირველ ადგილზეა.