Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი რესპუბლიკელ ოპონენტს დონალდ ტრამპს ხუთი პროცენტული პუნქტით უსწრებს [ჰარისი - 47%; ტრამპი - 42%]
ჰარისმა გაზარდა თავისი უპირატესობა საერთოეროვნულ გამოკითხვებში ტრამპთან საპრეზიდენტო დებატების შემდეგ, რომელშიც რესპონდენტთა უმეტესობის აზრით, მან გაიმარჯვა.
Reuters/Ipsos-ის წინა გამოკითხვაში კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს 4 პუნქტით უსწრებდა.
ამომრჩევლებს შორის, 53%-მა განაცხადა, რომ დებატებში ჰარისმა, ხოლო 24%-ის აზრით, ტრამპმა გაიმარჯვა.
გარდა ამისა, Reuters/Ipsos-ის გამოკითხულთა დაახლოებით 52%-მა თქვა, რომ ტრამპი არ იყო დამაჯერებელი დებატებზე, ჰარისზე იგივე მოსაზრება გამოთქვა 21%-მა.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ ეროვნული გამოკითხვები მნიშვნელოვან სიგნალებს იძლევა აშშ-ის ელექტორატის შეხედულებების შესახებ, მაგრამ არჩევნების გამარჯვებულს განსაზღვრავს კენჭისყრის შედეგები თითოეულ შტატში.