აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს13 სექტემბერს ვაშინგტონში შეხვდებიან. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
”ორ დღეში ჩვენი ლიდერების შეხვედრა გაიმართება ვაშინგტონში,” - თქვა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის უკრაინაში ჩავიდა, რათა გაერკვია, რა სხვა დახმარებაა საჭირო უახლოეს მომავალში., კერძოდ, ტერიტორიების თავდაცვის საკითხზე
შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს ზელენსკიმ განაცხადა, განზრახვა აქვს, უკრაინის გამარჯვების გეგმა წარუდგინოს აშშ-ის პრეზოდენტს ჯო ბაიდენს, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატებს კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს.