„ბატონ ტალახაძეს და ბატონ პეტრიაშვილს აქვთ პოლიტიკაში მოღვაწეობის სურვილი, ჩვენი მსოფლმხედველობა ემთხვევა ერთმანეთს და, შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ გვყავს ასეთი ღირსეული პოლიტიკური შენაძენი“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ, მათ შორის, ამ ადამიანების მონაწილეობა იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რასაც სამართლიანობა უსამართლობის წინააღმდეგ ჰქვია. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველა ადამიანს, რომელსაც აქვს კანონმდებლობით შესაბამისი უფლება, შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში. როდესაც ერთმანეთს ემთხვევა პოლიტიკური სიმპათიები და მსოფლმხედველობა, ადამიანები ერთიანდებიან ერთი პოლიტიკური პარტიის ქვეშ. თუკი ბატონ ტალახაძეს და ბატონ პეტრიაშვილს აქვთ პოლიტიკაში მოღვაწეობის სურვილი, ჩვენი მსოფლმხედველობა ემთხვევა ერთმანეთს და. შესაბამისად. მოხარული ვართ, რომ გვყავს ასეთი ღირსეული პოლიტიკური შენაძენი“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.