„ოცნებას“ ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს, ძალიან რომ არ უჭირდეთ, ივანიშვილი ამ პროცესში არ შემოვიდოდა - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის’ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„თვითონ ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერია, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დღეს ოცნებას ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს. რადგან, მათ რომ ძალიან არ უჭირდეთ და ლეგიტიმაციის კრიზისი არ ჰქონდეთ, ივანიშვილი ამ პროცესში არ შემოვიდოდა და მით უმეტეს, საარჩევნო სიაში არ იქნებოდა. ეს იმის პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ლეგიტიმაციისა და ხალხის მხარდაჭერის კუთხით, ძალიან სერიოზული კრიზისი აქვთ“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.