ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატების, დემოკრატი კამალა ჰარისის და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის პირველი ტელედებატების გამარჯვებულად ჰარისი დაასახელეს ამომრჩევლებმა, რომლებიც ტელეკომპანია CNN-ის და კვლევითი კომპანია SSRS-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ.
რესპონდენტების 63%-ის აზრით, ჰარისმა გაიმარჯვა, 37%-ის აზრით - ტრამპმა. ცდომილება +/- 5,3%-ია.
ამასთან, კამალა ჰარისის გუნდში აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო დებატები ჰარისისთვის წარმატებული იყო და ამიტომ ოქტომბერში კიდევ ერთი დებატების გამართვა სურთ.
ასევე, გასულ კვირას NYT-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრამპსა და ჰარისს დაახლოებით ერთი და იგივე ეროვნული რეიტინგები ჰქონდათ საპრეზიდენტო არჩევნების დღემდე სულ რაღაც რვა კვირით ადრე.