ერთა ლიგაზე ალბანეთის დამარცხების (1:0) შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის გვერდთან პირველი კომენტარი გააკეთა.
''ძალიან დაღლილი ვარ, ვეცდები, რომ ძალები აღვიდგინო. მადლობა იმ ხალხს, რომლებიც აქ მოვიდნენ და მადლობა იმ ხალხს, რომლებიც ტელევიზორთან გვქომაგობდა. ჩვენ ერთად შევძელით გამარჯვება, მაგრამ ამაზე არ ვჩერდებით. ვიცით, რომ ერთ თვეში უკან უნდა დავბრუნდეთ და უფრო მაღალ დონეზე ვითამაშოთ უკრაინასთან.
ბავშვობაში რომ ეთქვათ, რომ ნაკრებში ორ გოლს გავიტანდი, არავის დავუჯერებდი ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, მაგრამ არასდროს უნდა დანებდე, ყოველთვის უნდა დაიჯერო საკუთარი თავის და იბრძოლო მიზნებისთვის. მადლობა ღმერთს, რომ ეს დღე დადგა. ამაზე არ გავჩერდები და ამის საშუალებას ჩემი გუნდელებიც არ მომცემენ. ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა, რომ სუსტი ვიყავი, არ ვიყავი მზად ევროპული ფეხბურთისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩემს თავსა და ყველას დავუმტკიცე, რომ მე შეუპოვარი, ძლიერი ვარ და წინსვლას ვაგრძელებ'', - განაცხადა ქოჩორაშვილმა.