"მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა. მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, როგორი იქნება მისი პოლიტიკური მომავალი მანდატის ამოწურვის შემდეგ.
"მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ, მომლაპარაკებელი ვიყო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან", - თქვა პრეზიდენტმა.