ყველამ კარგად იცის, ქვეყანაში როდესაც ქოლცენტრები ფუნქციონირებს, ვერ იქნება შეუმჩნეველი ისე, რომ ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა არ იცოდნენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის კეთდება.
„ყველა ქოლცენტრს საქართველოში მფარველი ჰყავდა და მფარველები იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. საქართველოში ქოლცენტრი არ არსებობდა, რომელიც დაკავშირებული არ იყო საქართველოს ხელისუფლებასთან და მის მაღალჩინოსნებთან“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.