საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ერთა ლიგაზე ჩეხეთთან მოგებული მატჩი (4:1) შეაფასა.
„ჩემთვის ეს შედეგი არ იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, ევროპის ჩემპიონატზეც დავამტკიცეთ და დღეს მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, B ჯგუფში არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი არცერთი და ჩეხეთის ნაკრებთან 4:1 მოგება, ჩემი აზრით, ძალიან დადებითია. რაც დღეს ბიჭებმა აჩვენეს, საუკეთესო პერფორმანსი იყო. ეს უკვე - გუნდის სისწრაფეები, ხარისხი - ვილის ფაქტორი იყო, ვილიმ მოგვცა ტაქტიკური დავალებები, რომლებიც ჩვენ შევასრულეთ. ჩემი აზრით, დღეს ჩაკვე იყო MVP", - თქვა კვარაცხელიამ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის შემდეგ მატჩს ტირანაში გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი 10 სექტემბერს ალბანეთს ესტუმრება.