7 სექტემბერს ვენეციის 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები დაასახელეს.
გამარჯვებულები გამოავლინა ჟიურიმ, რომელსაც ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი ხელმძღვანელობდა.
ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს "ოქროს ლომის" გამარჯვებული ესპანელი რეჟისორის პედრო ალმოდოვარის ფილმი "The Room Next Door" გახდა. ფილმი მოგვითხრობს ორ მეგობარზე, რომლებიც ტრაგიკული მოვლენების შემდეგ გაერთიანდა. მთავარ როლებს ტილდა სუინტონი და ჯულიანა მური ასრულებენ.
მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად საკონკურსო პროგრამაში 21 ფილმი იღებდა მონაწილეობას.
"ვერცხლის ლომი" (ჟიურის გრანპრი) გადაეცა იტალიელი რეჟისორის მაურა დელპეროს ფილმს "Vermiglio".
"ვერცხლის ლომი" საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა ბრედი კორბეტს ფილმისთვის "The Brutalist",
საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა და "კოპა ვოლპის" პრიზი გადაეცა მსახიობ ნიკოლ კიდმანს რეჟისრო ჰალინა რეინის ფილმში, "Babygirl", შესრულებული მთავარი როლისთვის.
საუკეთესო კაცი მსახიობის პრიზი ("კოპა ვოლპი) გადაეცა ფრანგ ვინსენტ ლინდონს გადაეცა ფილმში "The Quiet Son" შესრულებული როლისთვის.
ვენეციის კინოფესტივალი ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო ქართველმა რეჟისორმა დეა კულუმბეგაშვილმა ფილმისთვის "აპრილი".
კინოფესტივალის საპატიო ოქროს ლომი, კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, გადაეცა ცნობილ ამერიკელ მსახიობს სიგურნი უივერს.
ვენეციის 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 28 აგვისტოს გაიხსნა და 7 სექტემბრამდე გასტანა.