საქართველოს ეროვნული ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში ჩეხეთს უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიოპნზე მიმდინარე შეხვედრაში კვარაცხელიამ ანგარიში 33-ე წუთზე, 11-მეტრიანი დარტყმით გახსნა.
53-ე წუთზე გოლის გატანა გიორგი ჩაკვეტაძემ შეძლო. ამის შემდეგ გოლი გიორგი მიქაუტაძემ 63-ე წუთზე გაიტანა. 66-ე წუთზე კი გიორგი ქოჩორაშვილმა ანგარიში 4-მდე გაზარდა.
სტუმრებმა ერთი ბურთი მე-80 წუთზე გაქვითეს.