სახელგანთქმული ამერიკელი პოპ-მომღერალი სელენა გომესი 32 წლის ასაკში მილიარდერი გახდა. იტყობინება Bloomberg-ი.
გამოცემის შეფასებით, გომესის ქონებამ 1.3 მილიარდ დოლარს მიაღწია, ძირითადად ბიზნეს საქმიანობით. მომღერალს აქვს კოსმეტიკის საკუთარი ხაზი Rare Beauty, რომელიც 5 წლის წინ წამოიწყო.
გომესის წილი Rare Beauty Brands-ში მისი კაპიტალის 80%-ს შეადგენს.
გომესის ფინანსური მდგომარეობის შეფასებისას, Bloomberg-მა გაითვალისწინა მომღერლის მუსიკალური ალბომებისა და უძრავი ქონების ღირებულება, შემოსავალი სტრიმინგსერვისებიდან, კონცერტების გაყიდული ბილეთებიდან და ფილმებში მონაწილეობისთვის მიღებული შემოსავლები.
გომესს ასევე აქვს სტარტაპი სახელწოდებით Wondermind, რომელიც ეხმარება ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს და ეწევა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
სელენა გომესმა სამსახიობო და მუსიკალური კარიერა 10 წლის ასაკში დაიწყო.