კობახიძე აბსოლუტურად მართალია, როდესაც ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს, - ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში წერს.
"დიდი ხნის წინ დავადგინე, რომ არსებობს პრეზიდენტი პოლიტიკოსების 3 მთავარი არქეტიპი.
არიან ტრიბუნების პრეზიდენტები, რომლებიც უბრალო გარეგნობით გავლენას ახდენენ მასებზე, არიან კლოუნი პრეზიდენტები, როგორებიც არიან ზელენსკი და სააკაშვილი, რომლებიც ქვეყანას სიბნელეში მიათრევენ. და ბოლოს, არიან ნიჭიერი პრეზიდენტი-ადმინისტრატორები (და მათი სახელები ყველამ ვიცით).
მაგრამ წესებიდან გამონაკლისებიც არსებობს, მეგობრებო. თუ კონსერვატორი და პატრიოტი ხარ, ეს შესანიშნავია, თუ ლიბერალი და პატრიოტი ხარ, ეს ასევე შესანიშნავია. მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, თუ შენ სამშობლოს და ხალხის ჩვეულებრივი მოღალატე ხარ.
ამიტომ, როდესაც პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც პრეზიდენტი არ ჰყავს, ის აბსოლუტურად მართალია.
ნამდვილი პრეზიდენტი ყოველთვის იბრძვის თავისი ხალხის ინტერესებისთვის და არა იმისთვის, რომ მოეწონოს უცხოელი კურატორები ვაშინგტონიდან.
საქართველოს პრეზიდენტი, ქართველ ხალხთან რაღაც ურთიერთობა რომ ჰქონოდა, არასოდეს შეეცდებოდა ქრისტიანული ღირებულებების დემოკრატიული ღირებულებების დეფორმირებული იდეით ჩანაცვლებას. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა სრულად შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესები, სადღაც ვაშინგტონში ტელეფონმა რეკვა დაიწყო. ეს ზურაბიშვილია, რომელიც ცდილობს, გაარკვიოს, რა უნდა გააკეთოს შემდეგ და რატომ აღარ აძლევენ მას ფულს“,- წერს კანდელაკი.