პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ინა ქალდანმა (J2 – 70კგ) ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ყაზახ აიალა მერეკს მოუგო და ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე შვიდი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა და პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.