პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა (J2 – 73 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში იაპონელ სეტოსთან ორი ვაზარით წააგო და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეექვსე მედალი მოუტანა.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე დღემდე ხუთი მედალი გახლდათ. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა და პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.