სენატორ შაჰინის განცხადება, მისი აქ ვიზიტის შემდეგ ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა პროცესებია ჩვენთან საქართველოში, დასავლეთისგან ვიღებთ კრიტიკას, ვიღებთ შენიშვნებს, ვიღებთ მოწოდებებს და ეს ყველაფერი არის იმ ნაბიჯების შედეგი, რასაც ხელისუფლება ახორციელებს - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა - ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
"ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რა შედეგი მოაქვს ხელისუფლების პოლიტიკას, ყოველდღიურად ვხედავთ დისტანცირებას დასავლეთისგან ვიღებთ კრიტიკას, ვიღებთ შენიშვნებს, ვიღებთ მოწოდებებს და ეს ყველაფერი არის იმ ნაბიჯების შედეგი, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. სენატორ შაჰინის განცხადება მისი აქ ვიზიტის შემდეგ ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა პროცესებია ჩვენთან საქართველოში, სტატიები საერთაშორისო მედიაში, ახლა გერმანიის ბუნდესტაგის წევრების განცხადებაც, რომ სანამ იქნება ანტიდასავლური რიტორიკა, სანამ იქნება რუსული კანონი, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში შეჩერებულია. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ ცვლილებებია ამ ყველაფრის გადაწყვეტის გზა და თუკი გაგრძელდება დისტანცირება დასავლეთისგან, ჩვენ მხოლოდ წავაგებთ და ქვეყანა ისევ სიღარიბეში იქნება, ხოლო თუ შეიცვლება ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს ქვეყანაა, არჩევნების შემდეგ ჩვენ წავალთ სწრაფი ნაბიჯებით ევროკავშირისკენ და ხელში გვექნება ევროპული კეთილდღეობა", - განაცხადა "ერთიანობა გიგი წერეთელმა სენატორ შაჰინის განცხადებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, სენატორმა ჯინ შაჰინმა რუსული კანონის მიღების შესახებ შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა და მას რუსული კანონის ანარეკლი უწოდა:
"ის რუსეთში მიღებული კანონის ანარეკლია, რასაც ქვეყნიდან დიდი რაოდენობით არასამთავრობო ორგანიზაციების გადინება მოყვა. და ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე ხდება საქართველოშიც“, – აღნიშნა სენატორმა და დასძინა, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის წევრობის მოთხოვნებს და საგანგაშოა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების თვალსაზრისით.