რუსეთის მიზანია, რომ მოსპოს ყველა ერი, რომელიც კავკასიაშია და დაიმორჩილოს მთლიანად კავკასია და ამ დროს ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ერთი ერთში იმეორებს კრემლის ნარატივს, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა
ფავლენიშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ეროვნული პოლიტიკის წარმოება შეუძლებელია.
”ქართული ოცნება” ფაქტობრივად “Sputnik-ის”, Russia today-ის“ წამყვანები არიან საქართველოს ხელისუფლებაში, რადგან მათი ერთადერთი პოლიტიკური ფუნქცია რაც არის, არის ის რომ გაიმეორონ კრემლის ნარატივი და ამ დროს მათი მხრიდან ეროვნული პოლიტიკის წარმოებას არ უნდა ველოდოთ და არ აქვთ. ბუნებრივია რაც ხდება, რადგან აფხაზებიც და ყველა, ვინც თუნდაც მოკავშირე იყო რუსეთის, კარგად ხვდება რუსეთის მიზანს, რომ მოსპოს ყველა ერი, რომელიც კავკასიაშია და მთლიანად დაიმორჩილოს კავკასია, ამიტომ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, როდესაც ევროკავშირის წევრები გავხდებით, ძალიან მარტივი იქნება მათთვის არჩევანის გაკეთება. მანამდე კი სამწუხაროა, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ვერანაირად პოლიტიკას, მათ შორის ეროვნულს ვერ გაატარებს და არც გვაქვს ამის იმედი.”- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.