რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსულ გამოცემა "ტასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ომის დროს ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა და ცენზურა გამართლებულია.
”ანუ იმ საომარ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, შეზღუდვები, ისევე როგორც ცენზურა გამართლებულია, მართალი გითხრათ, ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ”, - თქვა პესკოვმა.
„მაგრამ როცა ომი მთავრდება და ნებისმიერი ომი მშვიდობით დასრულდება, ინფორმაციის სრული თავისუფლება უნდა იყოს“, - განაცხადა მან.
შეკითხვაზე, აქვს თუ არა რუსეთის ხელისუფლებას რაიმე ვადა, როდის აპირებენ ომის დასრულებას, პესკოვმა თქვა, რომ, უპირველეს ყოვლისა, „მიზნები, რომლებიც დასახული იყო სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისას, უნდა შესრულდეს“.
„აქ ვადები აბსოლუტურად არ არის მნიშვნელოვანი. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ ეს უკეთესი უფრო სწრაფად იქნება, ვიდრე ნელა“, - თქვა მან.