“26 ოქტომბრის არჩევნები ახლოვდება და ნაცვლად იმისა, რომ ხალხისთვის რას გავაკეთებთ კონკურენცია ამაში ჰქონდეს ხელისუფლებას ოპოზიციასთან, ისინი გადასულები არიან ხალხის დაშინებაზე.” - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნება” სხვადასხვა თემით სპეკულირებს, რასაც ხალხმა ეროვნული თანხმობა უნდა დაუპირისპიროს.
“26 ოქტომბრის არჩევნები ახლოვდება და ნაცვლად იმისა რომ ხალხისთვის რას გავაკეთებთ კონკურენცია ამაში ჰქონდეს ხელისუფლებას ოპოზიციასთან, ისინი გადასულები არიან ხალხის დაშინებასა და მოქალაქეების ერთმანეთზე დაგეშვაზე.
არ არსებობს თემა, რომლითაც “ქართული ოცნება” არ სპეკულირებს და ვიწროპარტიული სარგებლის მიღებას არ ცდილობს, რაც ამორალურია
სწორედ ამის საწინააღმდეგოდ ვთავაზობთ ქვეყანას ერთიანობას და ეროვნულ თანხმობას, რომ არ ავყვეთ სიძულვილისა და დაპირისპირების მცდელობაში დამარცხებისთვის განწირულ “ქართულ ოცნებას”.”- განაცხადა მანჯგალაძემ.