გასულ ღამეს, რუსული ძალები უკრაინას Shahed-ის ტიპის ათობით დრონით თავს დაესხნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ დრონები ქვეყნის რამდენიმე რეგიონის მიმართულებით უტევდნენ.
გაზრდილი რისკის ქვეშ აღმოჩდნენ ქალაქები მირგოროდი, ბილა ცერკვა, ჩერნიჰივი და სუმი.
ჟიტომირში ისმოდა აფეთქებების ხმა.
ბოლო დღეებში რუსეთის ძალებმა პოლტავასა და ლვოვზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 60 ადამიანი დაიღუპა და 362 დაშავდა.