მარგველაშვილის „ლელოსთან“ შეერთება არავის გაჰკვირვებია. მარგველაშვილისგან არ უნდა ველოდოთ დივიდენდის მიღებას, გარდა იმისა, რომ შექმნეს სხვადასხვა ადამიანის რაოდენობა – ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი ბანკირი, ყოფილი ოპოზიციონერი. ეს მუშაობს გარკვეულწილად საზღვარგარეთ ადამიანების შეცდომაში შეყვანისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ეკლექტიკა იმდენად ძლიერია, რომ ხშირ შემთხვევაში კომედიურ ჟანრში უფრო გადადის. ალეკო ელისაშვილი ყოფილი ბანკირების გაერთიანებას ხალხის მძარცველებს და მევახშეებს უწოდებდა, ისინი ეუბნებოდნენ, ხელის ჩამორთმევის ღირსი არ არის ალეკო, თავისი უღირსობის გამოო, შემდეგ ეს ხელი აწიეს ანა დოლიძის მონაწილეობით, რომელიც ასევე ბანკებს ესხმოდა თავს. რასაკვირველია, მარგველაშვილის შეერთება არავის გაჰკვირვებია. ვფიქრობ, მარგველაშვილისგან არ უნდა ველოდოთ დივიდენდის მიღებას, გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ადამიანის რაოდენობა შექმნეს. ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი ბანკირი, ყოფილი ოპოზიციონერი – ეს მუშაობს გარკვეულწილად საზღვარგარეთ ადამიანების შეცდომაში შეყვანისთვის, ვინც ვერ ერკვევა სიტუაციაში. რაოდენობრივად, თითქოსდა ეს ბევრია. რეალობაში, ეს არის ერთი „ნაცმოძრაობა“ და ამას კიდევ დაემატა მარგველაშვილი, რომელმაც შეიძლება, ერთი-ორი უკეთესი სადღეგრძელო ასწავლოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნა ფოტო წარწერით „წინ მხოლოდ გამარჯვებაა“. ფოტოზე არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ფიქრია ჩიხრაძე, დავით გამყრელიძე და გიორგი მარგველაშვილი.