აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადება გაავრცელა პოლტავაზე რუსულ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავსირებით, რომლის დროსაც 51 ადამიანი დაიღუპა და 271 დაშავდა.
”მე ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას ყველაზე მკაცრად.
ეს თავდასხმა არის ტრაგიკული შეხსენება პუტინის მუდმივ და აღმაშფოთებელ მცდელობებზე, შელახოს თავისუფალი ხალხის ნება.
მაგრამ უკვე ორწელიწადნახევარია, უკრაინის ხალხი მტკიცედ დგას.
და შეერთებული შტატები გააგრძელებს მის გვერდით დგომას - მათ შორის საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შესაძლებლობების მიწოდებით ქვეყნის დასაცავად. არ დაუშვათ შეცდომა: რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს. და ამ ტრაგიკულ დღეს და ყოველ დღე, შეერთებული შტატები იდგება მის გვერდით“, - განაცხადა ბაიდენმა.