პოლტავაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა, კიდევ 219 დაშავდა.
"ეს არის შოკისმომგვრელი ტრაგედია მთელი უკრაინისთვის. მტერმა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საავადმყოფოს დაარტყა," - განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ.
უკრაინის პირველმა ლედიმ მიუსამძიმრა პოლტავაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა.
გამოძიების ინფორმაციით, 3 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა პოლტავის საჰაერო თავდასხმა ორი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერ-მ“-ით განახორციელეს.
3 სექტემბერს რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ქალაქ პოლტავის ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებას
პოლტავის ოლქში, 4 სექტემბრიდან სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.