პოლტავის სასწავლო დაწესებულებაზე რუსული დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 271-მდე გაიზარდა, დაღუპულია 51 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი.
„სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება - ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს. ჩართულია ყველა სამსახური. ამ დროისთვის დაჭრილთა რაოდენობა 271-ია.
ყველა იღებს საჭირო დახმარებას.მადლობელი ვარ ყველა მაშველის, ექიმის, ექთნის, პოლტავის ყველა მკვიდრის, ვინც შეუერთდა დახმარებას, გაიღო სისხლი და ვინც ეხმარება.
ცნობილია, რომ დანგრეული შენობის ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებიან. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. ამჟამად არსებული ინფორმაციით, რუსული დარტყმის შედეგად დაიღუპა 51 ადამიანი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთმა, 3 სექტემბერს, პოლტავაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
პოლტავის ოლქში, 4 სექტემბრიდან სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.