ვასო გოძიაშვილის პარკში (წითელი ბაღი) “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ და ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ღონისძიება “კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში” გამართეს.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩევლებს მარტივი არჩევანის გაკეთება მოუწევთ.
"ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი რომ არჩევანი არის ძალიან მარტივი: სიღატაკე იზოლაციაში თუ კეთილდღეობა ევროპაში და ეს მართლაც ასეა - ჩვენ ძალიან მარტივი არცევანი უნდა გავაკეთოთ. გპირდებით, რომ
ხელისუფლების შეცვლისთანავე ჩვენ გპირდებით, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მდგომარეობა გაუმჯობესდება, გპირდებით, რომ ქვეყანაში აღარ იქნება ბავშვი, რომელსაც ეშიება,
გპირდებით, რომ დავაბრუნებთ ემიგრაციიდან ჩვენსღირსეულ ემიგრანტებს - ადამიანებს, რომლებიც მოწყვეტილი არიან თავიანთ ოჯახებს და 24 საათის განმავლობაში შრომობენ, რომ არჩინონ თავიანთი შვილები და პენსიონერი მშობლები, თავიანთი ოჯახის წევრები.
ჩვენ გპირდებით, რომ დასაქმებულებს ექნებათ ღირსეული, ევროპული ანაზღაურება, ჩვენს მოხუცებს კი ექნებათ ღირსეული პენსია და მხრებზე ტვირთად არ დააწვებათ საპენსიო სესხები.
გპირდებით, რომ სტუდენტებს, რომლებსაც უწევთ იმაზე ფიქრი, როგორ იქირაონ ბინები, ეს პრობლემა მოეხსნებათ და მათ არ მოუწევთ ამაზე ფიქრი, რადგან რადგან ნებისმიერ სტუდენტს შეეძლება ბინის დაქირავება სახელმწიფო სუბსიდიის მეშვეობით და ამას გარდა, აშენდება უამრავი საერთო საცხოვრებელი.
გპირდებით, რომ აუცილებლად ისევ გავამყარებთ მჭიდრო ურთიერთობას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და სტატეგიულ მოკავშირეებთან, რაც შესაბამისად, ნიშნავს ახალ ინვესტიციებს, დახმარების ახალ პაკეტებს, რომლებიც სამწუხაროდ, "'ქართული ოცნების" პირობებში შეჩერებულია.
გპირდებით, რომ საქართველოს დავუბრუნებთ განვითარების იმ ტემპს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა, თავის გუნდთან ერთად, ჩაუყარა საფუძველი.
ჩვენი კოალიცია გპირდებათ, რომ გექნებათ ქვეყანა, საიდანაც არათუ გარბიან მოქალაქეები, საიდანაც არათუ გაქცევა უწევთ ადამიანებს, არამედ ღირსეული, წარმატებული, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი საამაყო თანამემამულეები დაბრუნდებიან, როგორც ეს მოხდა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ათეულ ათასობით ადამიანი დაბრუნდა და ჩაერთო ქვეყნის მშენებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში,
ჩვენ გპირდებით ისეთ ქვეყანას, სადაც დილას დედას, რომელიც შვილს აცილებს სკოლაში, არ მოუწევს ფიქრი, მისი შვილი დარჩება თუ არა მშიერი, ჩვენ გპირდებით უსაფრთხო გარემოს, ღირსეულ ქვეყანას, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაჩქარებული ტემპით შევა ევროკავშირში და ნატოში.
"ქართული ოცნება" დღეს ჯიუტად ცდილობს წაშალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კვალი ქვეყნის წარმატებაში, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება ასამართლებს პოლიტიკურ ლიდერს, რომელმაც სახელი გაითქვა მსოფიოში სწორედ კორუფციასთან ყველაზე წარმატებული ბრძოლით.
26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ერთიანობით, ერთად დგომით, ადამიანთან ერთად, რომელმაც საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა - მიხეილ სააკაშვილთან ერთად, აუცილებლად მოვიპოვებთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროპულ კეთილდღეობას", - განაცხადა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.