"ვფიქრობ, თქვენ ყველანი თვალყურს ადევნებთ საქართველოს და არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი თავდაყირა დადგა. მიუხედავად იმისა, რომ პროდასავლური ტრენდი გრძელდება, ის, რაც მთავრობის დონეზე ხდება, მართლაც გამაოგნებელია. აცხადებს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, რომელიც იმყოფება თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით "გარდამტეხი წელი".
კელის განცხადებით, ხელისუფლების მიერ ქვეყნის საგარეო კურსი კურსის შეცვლის პროცესი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ გადამწყვეტ ფაქტორად აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობაში უცხოური აგენტების კანონი იქცა.
"ვფიქრობ, თქვენ ყველანი თვალყურს ადევნებთ საქართველოს და არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი თავდაყირა დადგა. მიუხედავად იმისა, რომ პროდასავლური ტრენდი გრძელდება, ის, რაც მთავრობის დონეზე ხდება, მართლაც გამაოგნებელია. ხელისუფლების ეს კურსის შეცვლის პროცესი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ გადამწყვეტ ფაქტორად აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობაში იქცა უცხოური აგენტების კანონი.
მე არასდროს მეგონა, რომ ჩვენი ურთიერთობები იქამდე მივიდოდა, როდესაც ჩვენ შევაჩერებდით პირდაპირ დახმარებას საქართველოსთვის, მაგრამ დღეს ეს უკვე ფაქტია. ჩვენ ასევე შევაჩერეთ ერთობლივი წვრთნები, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სამოქალაქო საზოგადოების დახმარების პროგრამები, რაც ახლა საფრთხის ქვეშაა." - განაცხადა იან კელიმ.
მთავარი არხის თარგმანი