აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
მილი მეჯლისში 125 ადგილისთვის 990 კანდიდატი იბრძვის.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 9.92%. ხმა მისცა 636 842 ადამიანმა.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 8:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა დასრულდება 19:00 საათზე.
აზერბაიჯანში ხმის მიცემის უფლება 6 მილიონ 421,96 ათას ადამიანს აქვს.
შეგახსენებთ, 28 ივნისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პარლამენტი დაითხოვა და საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.