რომი - ქუთაისის რეისზე საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეკომპანია "პირველი" ავრცელებს. 
მგზავრის გარდაცვალების გამო, ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი იძულებული გახდა ბულგარეთის ქალაქ ვარნაში დაშვებულიყო. 
ქალის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც იუწყებიან, მას შეუძლოდ გახდომისას თვითმფრინავის მგზავრება პირველად დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 
თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში 3 საათის დაგვიანებით ჩამოფრინდა. ერთ-ერთი მგზავრი სოციალურ ქსელში წერს, რომ თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, რის შესახებაც ეკიპაჟმა მგზავრებს ფრენის დროს გამოუცხადა, რასაც ბორტზე ვნებათაღელვა მოჰყვა,