2025 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება.
ევროპის მაუწყებელეთა კავშირის (EBU) განცხადებით, შვეიცარიის სიდიდით მესამე ქალაქმა მოიპოვა ფესტივალის მასპინძლობის უფლება ჟენევასთან კონკურენციაში.
კონკურსის ფინალი 17 მაისს არის დაგეგმილი.
ღონისძიების ჩატარების უფლება შვეიცარიამ მას შემდეგ მოიპოვა, რაც გასული წლის კონკურსში შვეიცარიის წარმომადგენელმა Nemo-მ სიმღერით The Code გაიმარჯვა.
შვეიცარიამ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სამჯერ – 1956, 1988 და 2024 წლებში მოიგო.