„ბრალდებები კატეგორიულად მცდარია“ - ასე პასუხობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას, თითქოს შეერთებული შტატები საქართველოში ე.წ. ფერად რევოლუციასა და „თბილისის მაიდანს“ გეგმავს.
„უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად, საქართველოს ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია გვაქვს. ბრალდებები კატეგორიულად მცდარია. კრემლმა მოაწყო 2008 წლის შეჭრა და დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. [კრემლი] აგრძელებს სასტიკ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, - აცხადებს მეთიუ მილერი, „ამერიკის ხმის“ კითხვაზე გაცემულ, წერილობით პასუხში.
26 აგვისტოს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ირწმუნება, რომ აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" ამზადებს.