იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
თვითმხილველების თქმით, 28 წლის გოგო, სავარაუდოდ, შენობის მე-6 სართულიდან გადმოვარდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა, პარალელურად ის მაგისტრატურის სტუდენტი იყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.