ვერავინ მოატყუებს ქართველ ხალხს ვერც ფსევდო პროევროპულობით და ვერც ყალბი პატრიოტიზმით - ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"26 ოქტომბერი ეს არის ის არჩევნები, როცა თქვენ საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას აძლევთ ხმას. აძლევთ ხმას ქვეყნის მომავალს და ისეთ მომავალს, რომელიც წარსულს არ შეურაცხყოფს. ვერავინ ვერ მოატყუებს ქართველ ხალხს ვერც ფსევდო პროევროპულობით და ვერც ყალბი პატრიოტიზმით.26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, 26 ოქტომბერს თავის სათქმელს იტყვის."- განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ახლა არა ნიჰილიზმის, არამედ შემართების დროა.
მჯერა, თითოეული თქვენგანი აცნობიერებს, თუ რა საფრთხის წინაშე ვართ, მაგრამ იმასაც, რომ ნიჰილიზმის დრო არ არის. ახლა დრო არის შემართების და ყველანი არჩევნებზე წავიდეთ. იმედის დაკარგვა არ არის ის, რაც ახასიათებს საქართველოს. ეს არ მომხდარა საუკუნეების განმავლობაში ფერეიდანში გადასახლებულთა შორის, ეს არ მომხდარა საბჭოთა ოკუპაციისგან წასულ ემიგრაციაში, ეს არ მომხდარა თუნდაც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისა და დამარცხების შემდეგ, ეს არ მომხდარა ტერიტორიების ოკუპაციების შემდეგ და ეს ტრაგედია მხოლოდ პრემიერისთვის არის მოცემულობა, ჩვენთვის კი შეუგუებლობა", - განაცხადა პრეზიდენტმა.