ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ პლატფორმა X-ზე მეთიუ მილერის განცხადებას აქვეყნებს, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის აკრძალვის გეგმასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვამს.
მეთიუ მილერი მმართველ პარტიას მოუწოდებს, შეწყვიტოს "კრიტიკოსთა დემონიზება" და ქვეყანა ევროპულ რელსებზე დააბრუნოს.
„აშშ ისევ ღრმად შეშფოთებულია ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული რიტორიკით და მმართველი პარტიის ქმედებებით. განცხადებები, რომელიც ოპოზიციის არაკანონიერად ცნობას ეხება, არის ამის მაგალითი. როგორც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, ასევე მთავრობის მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დიდი ხნის გაცხადებულ გეგმასთან წინააღმდეგობაშია და შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის საფუძველს წარმოადგენს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტონ კრიტიკოსთა დემონიზება და მოეშვან წინააღმდეგობის სივრცის შემცირებას, ასევე დაუბრუნდნენ დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას", - ამბობს მილერი.